Ჩვენს შესახებ
VIČI GYOZA – ეს არის აღმოსავლური კერძი: უთხელესი ცომი და მდიდარი შიგთავსი. გემრიელ ნაჭრებს გააჩნია დახვეწილი გემო და წვნიანობა. აღმოსავლური სამზარეულოს ტრადიციების, აზიური გემოების ნიუანსებისა და ავთენტურობის შენარჩუნებით ჩვენ შევქმენით არაჩვეულებრივი და მოსამზადებლად მარტივი კერძი. VIČI GYOZA გაძლევთ საშუალებას სახლიდან გაუსვლელად თავით გადაეშვათ ეგზოტიკურ სამზარეულოში.
თითოეული მომხმარებლის გემოს გათვალისწინებით ჩვენ ვთავაზობთ GYOZA-ს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა შიგთავსით: ბოსტნეულის, ხორცის, ზღვის პროდუქტებისა და დესერტისაც კი.
სავაჭრო ნიშანი VIČI, რომლითაც აღნიშნულია GYOZA, აღიარებულია მთელს ევროპაში მაღალი ხარისხის, შესანიშნავი გემოსა და მომზადების სიმარტივის გამო. GYOZA VIČI-ს აწარმოებს «ვიჩუნაი»-ს კომპანიათა ჯგუფი – თევზისა და ზღვის პროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი ევროპაში და მსოფლიო ლიდერი სურიმის ბაზარზე. «ვიჩუნაი»-ს კომპანიათა ჯგუფის პროდუქცია სხვადასხვა ბრენდის სახელით იყიდება მსოფლიოს 70 მეტ ქვეყანაში.
სოციალური პასუხისმგებლობა
ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, მის რესურსებსა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. აი რატომ წარმოების თითოეულ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც სწორი იქნება როგორც ჩვენი პლანეტისათვის, აგრეთვე მისი მაცხოვრებლებისათვის.
ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქციას თანამედროვე მეთოდებით
- ხარისხის ტესტირების თანამედროვე ლაბორატორიები
- საკვები პროდუქტების უსაფრთხოებისა და ხარისხის განვითარებული კულტურა
- პროცესების მოდერნიზაცია და რობოტიზაცია
- კვლევითი ქვედანაყოფი
- LEAN და KAIZEN-ს მეთოდების გამოეყენება