რეცეპტები
აზიური ბულიონი GYOZA-ით, პაკ-ჩოი სოკოთი
დატკბით აღმოსავლური გემოთი სახლიდან გაუსვლელად. დააგემოვნეთ მარტივად მოსამზადებელი აზიური ბულიონი GYOZA-ით, ტრადიციული ჩინური კომბოსტო პაკ-ჩოით და სოკო შიმეჯით.
მეტი
აზიური ბულიონი GYOZA-ით, პაკ-ჩოი სოკოთი
4 პორციაზე
4 პორციაზე დაგჭირდებათ:
- 400 გ VIČI GYOZA საქონლის ხორცით
- 1,2 ლ. საქონლის ხორცის ბულიონი
- 3 კბილი ნიორი
- 2 სმ ჯანჯაფილის ფესვი
- 2 თავი კომბოსტო პაკ–ჩოი
- 100 გ სოკო შიმეჯი
- 2 ს. კ. სოიოს სოუსი
- 1 ს. კ. შირბახტის ( სეზამის ) ზეთი
- მარილი, წიწაკა
- მწვანე ხახვი
- შირბახტი
მომზადება
- წვრილად დააქუცმაცეთ ნიორი და ჯანჯაფილი და დაჭერით პაკ–ჩოი.
- ცხელ ტაფაზე მოხალეთ ნიორი და ჯანჯაფილი ზეთში, დაამატეთ სოკო და პაკ–ჩოი და განაგრძეთ შეწვა რამდენიმე წუთის განმავლობაში.
- დაამატეთ ტაფაზე მოთავსებული ბოსტნეული ქვაბში ჩაასხით ბულიონი, სოიოს სოუსი და შირბახტის ზეთი. დაამატეთ მარილი და წიწაკა და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- როდესაც ბულიონი ადუღდება დაამატეთ GYOZA და ხარშეთ კიდევ დაახლოებით 4 წუთი, სანამ ის არ ამოვა ზედაპირზე.
- მიიტანეთ სუფრაზე წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვთან და შირბახტის თესლთან ერთად.
GYOZA სიჩუანის წიწაკის ზეთით
გიყვართ ცხარე კერძები? ეს რეცეპტი სწორად თქვენთვისაა შექმნილი. GYOZA-ს და სიჩუანი წიწაკის კომბინაცია მომენტალურად გადაიტანს ცხარე გემოს მოყვარულებს აზიაში და შექმნის დამახასიათებელ არომატსა და უნიკალურ გემოს, რომელიც აუცილებლად უნდა შეიგრძნოთ.
მეტი
GYOZA სიჩუანის წიწაკის ზეთით
2 პორციაზე
2 პორციაზე დაგჭირდებათ:
- 400 გ VIČI GYOZA ბოსტნეულით
- წვანე ხახვი
- შირბახტი ( სეზამის მარცვალი )
სიჩუანის წიწაკის ზეთისთვის დაგჭირდებათ:
- 3 ს. კ. სიჩუანის წიწაკის ფანტელი
- 80 მლ მზესუმზირის ან რაფსის ზეთი
- 2 სმ ჯანჯაფილის ფესვი
- 1 დაფნას ფოთოლი
- 1 ვარსკვლავი ანისული
- 1 ჩხირი დარიჩინი
- მარილი
სიჩუანის წიწაკის ზეთის სოუსისათვის დაგჭირდებათ:
- 2 ს. კ. სიჩუანის წიწაკის ზეთი
- 2 ს. კ. სოიოს სოუსი
- 2 ს. კ. შირბახტის ( სეზამის ) ზეთი
- 1 ს. კ. ბრინჯის ძმარი
- 2 კბილი ნიორი
მომზადება
- ცეცხლგამძლე ჯამში ჩადეთ სიჩუანის წიწაკის ფანტელი, დაფნის ფოთოლი, ანისული და დარიჩინის ჩხირი. ჩაასხით ქვაბში ზეთი, დაამატეთ ჯანჯაფილი და გააცხელეთ სანამ ჯანჯაფილი არ დაიწყებს გამუქებას. გადაასხით ზეთი ჯამში სუნელების ნაერთით. რამდენიმე წამის განმავლობაში ზეთი აქაფთება და სუნელები შეიწვება. როდესაც ზეთი ოდნავ შეგრილდება, ამოიღეთ ჯანჯაფილი , დაფნის ფოთოლი, ანისელი და დარიჩინის ჩხირი. დაამატეთ მარილი გემოვნებით.
- აურიეთ სიჩუანის წიწაკის ზეთოვანი სოუსის ინგრედიენტები: 2 ს. კ. სიჩუანის წიწაკის მზა ზეთი, სოიოს სოუსი, შემწვარი შირბახტის ზეთი, ბრინჯის ძმარი და ნივრის გაჭყლეტილი კბილები.
- ჩადეთ GYOZA მდუღარე წყალში და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 4 წუთი, სანამ არ ამოვა ზედაპირზე.
- მიიტანეთ GYOZA, მოასხით სიჩუანის წიწაკის ზეთი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და შირბახტის თესლი.
აზიური ფიალა GYOZA-თი
ნამდვილი აზიური ფიალის მომზადება ძალიან მარტივია. აღმოსავლური სამზარეულოს ეს ტრადიციული და მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი გაგახარებთ თავისი მომჟავო-მოტკბო, მაგრამ გამაგრილებელი გემოთი, რომელიც იდეალურად უთავსდება GYOZA-ს კრევეტებით, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ რეცეპტში.
მეტი
აზიური ფიალა GYOZA-თი
2 პორციაზე
2 პორციაზე დაგჭირდებათ:
- 300 г VIČI GYOZA კრევეტებით
- 1 სტაფილო
- იასამნისფერი კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი
- 1 ავოკადო
- ბოლოკის კონა
- 2 ს. კ. ბრინჯის ძმარი
- წვეთი ლიმონის წვენი
- 0,5 ჩ. კ. შაქარი
- მარილი
- შესაწვავი ზეთი
- 4 ს. კ. სოიოს სოუსი
- ახალი ქინძი
- ჯანჯაფილი
მომზადება
- წვრილად დაჭერით სტაფილო და აურიეთ ბრინჯის ძმარში, შაქარსა და მარილში.
- დაჭერით ავოკადო კუბიკებად და მოასხით ლიმონის წვენი.
- დაჭერით ბოლოკი წვრილ ნაჭრებად, ხოლო იასამნისფერი კომბოსტო – ზოლებად.
- შეწვით დაამატეთ საჭირო რაოდენობის ზეთი დახურულ ჭურჭელში და გააცხელეთ 160 °C-მდე. ჩადეთ GYOZA ცხელ ზეთში, დააფარეთ ტაფას თავსახური და შეწვით 3-4 წუთის განმავლობაში.
- ამოიღეთ მომზადებული სტაფილო, ავოკადო, ბოლოკი, იასამნისფერი კომბოსტო და GYOZA თეფშზე. მოასხით სოიოს სოუსი, მოაყარეთ ჯანჯაფილი, მიიტანეთ სუფრაზე ახალ ქინძთან ერთად.
წითელი კარი GYOZA-თი
აღმოსავლური არომატები თქვენს თეფშზე! აზიური სამზარეულო წარმოუდგენელია ცხარე და ძალიან არომატული კარის გარეშე ბოსტნეულით და აგრეთვე ზედმიწევნით შერჩეული ინგრედიენტები გახსნიან განსაკუთრებით წვნიანი GYOZA-ს გემოს ქათმითა და ბოსტნეულით.
მეტი
წითელი კარი GYOZA-თი
4 პორციაზე
4 პორციაზე დაგჭირდებათ:
- 400 г VIČI GYOZA ბოსტნეულითა და ქათმით
- 1 ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 2 სმ ჯანჯაფილის ფესვი
- 1 სტაფილო
- 1 პაპრიკა
- 100 გ ბროკოლი
- 60 გ ბარდა
- 2 ს. კ. კარის წითელი პასტა
- 400 მლ ქოქოსის რძე
- 1 მწვანე ლიმონის წვენი
- მარილი, წიწაკა
- რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი
- ახალი ქინძი
- ჩილის წიწაკა
- ლაიმი
მომზადება
- წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი. დაჭერით სტაფილო, ბულგარული წიწაკა და ბროკოლი.
- ცხელ ტაფაზე ცოტაოდენი ზეთით შეწვით ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი. დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული და ბარდა. შეწვით, ამოიღეთ ტაფიდან და გადადეთ თეფშზე.
- დაამატეთ კიდევ ცოტა ზეთი ტაფაზე და ამოიღეთ GYOZA ძირით ქვემოთ. მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 4 წუთი. როდესაც ძირი კარგად შეიბრაწება, დაამატეთ ტაფაში მდუღარე წყალი ისე, რომ GYOZA ნახევარზე მეტით დაიფაროს. დააფარეთ თავსახური და მოშუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
- დაამატეთ ტაფაზე შემწვარი ბოსტნეული. ჩაასხით ქოქოსის რძე, დაამატეთ კარის წითელი პასტა, დაამატეთ მარილი და წიწაკა და მოასხით მწვანე ლიმონის წვენი. მოურიეთ ყველაფერი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთი.
- მიიტანეთ სუფრაზე ახალ ქინძთან, ლაიმის და ცხარე წიწაკის ნაჭერთან ერთად.
GYOZA ბოსტნეულით აზიურად
ძალიან მარტივია გახდე აზიური სამზარეულოს გურუ. სწრაფად და მარტივად მოამზადეთ ტრადიციული აზიური ბოსტნეულის კერძი stir-fry-ს შეწვის სტილში. ხატოვანი მოშუშული ბოსტნეული და ხრაშუნა GYOZA ქათმით, შეზავებული სპეციალურად მომზადებული სოუსით, შექმნიან განსაკუთრებულ გემოს, რომელიც მხოლოდ აღმოსავლეთისთვის არის დამახასიათებელი.
მეტი
GYOZA ბოსტნეულით აზიურად
4 პორციაზე
4 პორციაზე დაგჭირდებათ:
- 400 г VIČI GYOZA ქათმით
- 1 პაპრიკა
- 1 სტაფილო
- 100 გ ბროკოლი
- 60 გ ბარდა
- 60 გ სოკო იმეჯე
- 60 გ სიმინდი
- 50 გ ბამბუკის ნაყარი
- 4 ს. კ. სოიოს სოუსი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ს. კ. ყავისფერი შაქარი
- 1 ჩ. კ. შემწვარი შირბახტის ზეთი
- 60 მლ. ქათმის ბულიონი
- ნახევარი ს. კ. სიმინდის სახამებელი
- რამდენიმე წვეთი ზეთი
- მწვანე ხახვი
- ჯანჯაფილი
მომზადება
- დაჭერით წიწაკა, სტაფილო, ბროკოლი და ახალი სიმინდი.
- გააცხელეთ ტაფა ცოტაოდენ ზეთთან ერთად და მორევით შეწვით დაჭრილი ბოსტნეული ბარდასთან, სოკო შიმეჯთან და ბამბუკის ნაყართან ერთად. მოხსენით ბოსტნეული ტაფიდან და გადადეთ ჯამში.
- დაამატეთ კიდევ ცოტაოდენ ზეთი ტაფაზე და დაალაგეთ GYOZA ძირით ქვემოთ. მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 4 წუთი. როცა ძირი კარგად შეიბრაწება, დაამატეთ ტაფაზე მდუღარე წყალი ისე, რომ GYOZAნახევარზე მეტად დაიფაროს. დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
- აურიეთ ყველა ინგრედიენტი სოუსისათვის: სოიოს სოუსი, დაქუცმაცებული ნიორი, ყავისფერი შაქარი, შემწვარი შირბახტის ზეთი, ქათმის ბულიონი, სიმინდის სახამებელი.
- დაამატეთ ბოსტნეული ტაფაზე, ჩაასხით მომზადებული სოუსი და გააცხელეთ მორევით, სანამ სოუსი არ შესქელდება.
- მიიტანეთ სუფრაზე დაჭრილ მწვანე ხახვთან და შირბახტის თესლთან ერთად.
მანგოსა და მარაკუიას კრემი მანგოს GYOZA-თან ერთად
ძირითადი კერძი, სახემსი თუ დესერტი - ტკბილი GYOZA-ს ეს რეცეპტი გამოდგება ყველა შემთხვევისათვის. ეგზოტიკური GYOZA მანგოთი, რომელსაც სუფრაზე აწვდიან მანგოსა და მარაკუიას აზიურ კრემთან ერთად, გააოცებს ნამდვილ გურმანებსაც კი, ხოლო ქოქოსის ფანტელი და პიტნა გაზს გაუსვამს GYOZA-ს და კრემის განსაკუთრებულ გემოს.
მეტი
მანგოსა და მარაკუიას კრემი მანგოს GYOZA-თან ერთად
2 პორციაზე
2 პორციაზე დაგჭირდებათ:
- 200 г VIČI GYOZA მანგოთი
- 1 მანგო
- 1 მწვანე ლიმონი
- 4 მარაკუია
- 150 მლ ნაღები
- ქოქოსის ზეთი
- მსხვილი ქოქოსის ფანტელი
- პიტნის ფოთლები
მომზადება
- მოათავსეთ მანგოს კუბიკები სამზარეულოს კომბაინში და მოასხით ლაიმის წვენი. გააკეთეთ პიურე და გადადეთ ჯამში.
- გაასუფთავეთ 2 მარაკუია და დაამატეთ რბილობი მანგოს პიურეში.
- ათქვიფეთ ნაღები და დაამატეთ ის მანგოსა და მარაკუიას ნარევში.
- დაამატეთ ცოტა ქოქოსის ზეთი ტაფაზე და დაალაგეთ GYOZA ძირით ქვემოთ. მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 4 წუთი. როცა ძირი კარგად შეიბრაწება, დაამატეთ ტაფაზე მდუღარე წყალი ისე, რომ GYOZA ნახევარზე მეტად დაიფაროს. დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
- მიიტანეთ სუფრაზე მანგოსა და მარაკუიას კრემთან ერთად. დაალაგეთ GYOZA ზემოდან და მოაყარეთ დარჩენილი მარაკუიას თესლი, ქოქოსის ფანტელი და პიტნის ფოთლები.
ვაშლის GYOZA ნეკერჩხალის სიროპის სოუსით და ვანილის ნაყინით
ორთქლში დაფარული GYOZA თეფშზე, ნაზი სოუსი და ნაყინი - შესაძლებელია კი უკეთესი კომბინაცია? GYOZA ვაშლით ნეკერჩხალის სიროპის სოუსით გახდება მარტივად მოსამზადებელი, მაგრამ ელეგანტური დესერტი განსაკუთრებული გემოთი, რომელიც გააოცებს ნებისმიერ სუსნიას.
მეტი
ვაშლის GYOZA ნეკერჩხალის სიროპის სოუსით და ვანილის ნაყინით
2 პორციაზე
2 პორციაზე დაგჭირდებათ:
- 200 გ VIČI ვაშლით GYOZA
- 180 მლ ნეკერჩხალის სიროპი
- 1 ს. კ. რომი
- მწიკვი მარილი
- ქოქოსის ზეთი
- ვანილის ნაყინი
- პეკანის თხილი
მომზადება
- დაამატეთ ცოტაოდენ ქოქოსის ზეთი ტაფაზე და დაალაგეთ GYOZA ძირით ქვემოთ. მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 4 წუთი. როცა ძირი კარგად შეიბრაწება, დაამატეთ ტაფაზე მდუღარე წყალი ისე, რომ GYOZA ნახევარზე მეტად დაიფაროს. დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
- ჩაასხით ნეკერჩხალის სიროპი და რომი ქვაბში და დაამატეთ მწიკვი მარილი. გააცხელეთ, სანამ სოუსი არ მივა ადუღებამდე. დაამატეთ GYOZA და მოურიეთ.
- მიიტანეთ სუფრაზე ვანილის ნაყინთან და დაქუცმაცებულ პეკანის თხილთან ერთად.